ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

შპს „აშენდი აგრო საქართველოს“ მიერ ფერმის, ცხოველთა სასაკლაოს და ცხოველური ნარჩენების ინსინერატორის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება

ქვემო ქართლი, თეთრიწყარო, სოფ. ახალი მარაბდა, საჯარო სკოლის შენობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:

შპს „აშენდი აგრო საქართველოს“ მიერ ფერმის, ცხოველთა სასაკლაოს და ცხოველური ნარჩენების ინსინერატორის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 25 ივნისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნო ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/de4df455-b348-41d3-b61c-8d23312aa6eb 

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება:

2025 წლის 6 ივნისს, 15:00 საათზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. მარაბდის საჯარო სკოლის შენობაში

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.