28 მარტს, 12:00 საათზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაიმართება საქართველოს კანონში  - ,,ნარჩენებისმართვის კოდექსი" ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის საჯარო განხილვა.
 კანონპროექტის მიზანია:
 ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების გადავადება,
 ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დამატება, 
 კოდექსის პრაქტიკული გამოყენების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა
 ცალკეული ნორმების დახვეწა. 
კანონპროექტის გასაცნობად იხილეთ დანართი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
ტელეფონი: +995 32 2 11 20 23;
ელ-ფოსტა: info@eiec.gov.ge
ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახური
ვენერა მეტრეველი
ტელეფონი: +995 32 2727227
ელ.ფოსტა:  v.metreveli@moe.gov.ge