გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ორგანიზებას გაუწევს მწვანე ბიზნესის დაჯილოდოებას, რომელიც 2016 წლის ივნისში ქ. ბათუმში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე (მინისტერიალი) − „გარემო ევროპისათვის“ მოეწყობა.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან  შემდეგ  ნომინაციებში:
·         მწვანე ტექნოლოგია/ ინოვაცია;
·         წლის მწვანე შენობა;
·         წლის მწვანე შეფუთვა;
·         წლის მწვანე პროდუქტი და მომსახურება;
·         წლის მწვანე კორპორატიული პასუხისმგებლობა;
·         წლის მწვანე ბიზნესი.
იმისათვის, რომ მოხდეს აპლიკანტთა  ობიექტური და სამართლიანი შეფასება და შეფასების კრიტერიუმების შემუშავების  პროცესში   ბიზნეს სექტორის,  სპეციალისტებისა და ორგანიზაციების ჩართულობა,  გთხოვთ, იხილოთ  ცენტრში  წინასწარ მომზადებული სამუშაო დოკუმენტი  და 1 აპრილის ჩათვლით მოგვაწოდოთ თქვენი შენიშვნები და რეკომენდაციები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@eiec.gov.ge
გთხოვთ Subject - ში მიუთითოთ „მწვანე ბიზნეს დაჯილდოება“
დაჯილდოების კრიტერიუმები იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.
საკონტაქტო პირი: ქეთევან კრიალაშვილი
ტელ. ნომერი: 591 44 62 44