გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
ქარელის მუნიციპალიტეტში, მდ. მტკვარზე, „ქარელი ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 17 თებერვლის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://ei.gov.ge/ka/info/50ef3fa3-b83c-4ce8-8774-542b52606b8d
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართება:
• 2025 წლის 13 თებერვალს, 12:00 საათზე, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში (მის.: ქარელი, ნინოშვილის ქ. 3)
• 2025 წლის 13 თებერვალს, 15:00 საათზე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ბრეთის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
• 2025 წლის 14 თებერვალს, 12:00 საათზე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ბებნისის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.