გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
ონის მუნიციპალიტეტში, მდ. საკაურაზე მცირე სიმძლავრის (4,75 მგვტ) ჰესის (საკაურა ჰესი) მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 18 თებერვლის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://ei.gov.ge/ka/info/55111eb7-c67d-4939-8ab6-12d18d3e1ebb
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილა გაიმართება:
• 2025 წლის 17 თებერვალს, 15:00 საათზე, ონის მუნიციპალიტეტის სოფ. საკაოს ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.