ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ინფორმაცია „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ინფორმაცია „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

2016 წლის პირველი ივლისიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის N184 დადგენილება და შეიცვალა ნარჩენების ბრუნვასთან დაკავშირებული რეგულაციები. 

„საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 2016 წლის 13 აპრილის საქართველოს კანონით ბაზელის კონვენციასთან ჰარმონიზების მიზნით განხორციელებული ცვლილებებით:

 დარეგულირდა ნარჩენების ექსპორტის საკითხი, შესაბამისად შეიცვალა კანონის სათაური - „ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ"; ასევე დაზუსტდა, არასახიფათო ნარჩენების ექსპორტისა და ტრანზიტის საკითხი, კერძოდ არასახიფათო ნარჩენების ექსპორტსა და ტრანზიტს ნებართვა ან/და ბაზელის კონვენციით გათვალისწინებული წინასწარი შეტყობინების პროცედურა არ ესაჭიროება, თუ ამას არ მოითხოვს იმპორტის ან ექსპორტის სახელმწიფოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანო.

განისაზღვრა სახიფათო/არასახიფათო ნარჩენებისადმი მიკუთვნების წესი; საქართველოს ტერიტო¬რიაზე იმპორტისთვის, საქართ¬ველოს ტერიტორიიდან ექსპორტისთვის და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზი¬ტისთვის დაშ¬ვებული ნარჩენე¬ბის ნუსხა განისაზღვრა საქარ¬თველოს მთავრობის დადგენი¬ლებით.

დაზუსტდა ნარჩენები, რომელთა იმპორტი/ექსპორტი და ტრანზიტი აკრძალულია; კერძოდ, აკრძალულია: 
ა) სახიფათო ნარჩენების იმპორტი და ტრანზიტი;
ბ) არასახიფათო ნარჩენების იმპორტი - მათი განთავსების მიზნით;
გ) სახიფათო ნარჩენების ექსპორტი, თუ:
გ.ა) სახელმწიფო, რომელშიც ხორციელდება სახიფათო ნარჩენების ექსპორტი, არ არის ბაზელის კონვენციის წევრი ან ოფიციალურად კრძალავს ასეთი ნარჩენების იმპორტს;
გ.ბ) არ არსებობს იმპორტის ან/და ტრანზიტის სახელმწიფოს (სახელმწიფოების) კომპეტენტური ორგანოს (ორგანოების) წერილობითი თანხმობა.

ასევე დადგინდა ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვის დაშვების შემთხვევები, კერძოდ, დაშვებულია: 
ა) არასახიფათო ნარჩენების იმპორტი - მათი შემდგომი აღდგენის მიზნით; 
ბ) არასახიფათო ნარჩენების ექსპორტი და ტრანზიტი; 
გ) სახიფათო ნარჩენების ექსპორტი - ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვაში ჩართული სახელმწიფო(ები)ს კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით, ბაზელის კონვენციის მოთხოვნებისა და პროცედურების გათვალისწინებით.

დეტალურად განისაზღვრა ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის, ამ კანონისა და ბაზელის კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად. ნებართვის გამცემ ორგანოს წარმოადგენს - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

ცვლილებიდან გამომდინარე 2016 წლის 9 ივნისს მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის N259 დადგენილება ,,საქართველოს ტერიტო¬რიაზე იმპორტისთვის, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისთვის და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზი¬ტისთვის დაშ¬ვებული ნარჩენების ნუსხის დამტკიცების შესახებ", ასევე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 19 მაისის N16 ბრძანებით დამტკიცდა ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის ფორმები.

ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ 
დაშვებული ნარჩენების ნუსხა  

     

საჯარო განხილვები