გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სკოლებთან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით.
ამჯერად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიგლა აგულაშვილი და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი ია პაპიაშვილი თბილისის 198-ე საჯარო სკოლას სტუმრობდნენ.
მინისტრი თანმხლებ პირებთან ერთად სპექტაკლს დაესწრო და მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა. სტუმრებმა ასევე სკოლაში გამოფენილი მოსწავლეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები დაათვალიერეს.
სკოლა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის საზოგადოებაში ადაპტაციისა და ინტეგრაციისათვის აუცილებელი უნარ - ჩვევების მიცემაზეა ორიენტირებული.