ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია

გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრძელებს მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებს.

წელს ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე მეოცედ აღინიშნა. საქართველოში ამ თარიღს ერთობლივად აღნიშნავენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ოზონის ეროვნული ერთეული და გაეროს განვითარების პროგრამა - UNDP.

ოზონის შრის დაცვასთან დაკავშირებით, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის შენობაში დედოფლისწყაროს რაიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელი შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრაზე, ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის უფროსმა - ნატო სულთანიშვილმა სკოლის მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ოზონის შრის მნიშვნელობასა და მონრეალის ოქმით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე. შეხვედრაზე ისაუბრეს ოზონდამშლელი ნივთიერებებით გამოწვეულ პრობლემებზე და მისი გადაჭრის გზებზე. 

სკოლის მოსწავლეები ასევე გაეცნენ ოზონის შრის დაცვის თემატიკაზე საუკეთესო სლოგანის კონკურსის პირობებს. 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მადლობას ვუხდით თანამშრომლობისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს.

საჯარო განხილვები