“ქორთიარდ მარიოტში” ველურ მცენარეთა და ცხოველთა დაცვის თემაზე გამოცხადებული მოსწავლეთა ნახატების კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.
ამა წლის 19-23 ოქტომბრის ჩათვლით თბილისში „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ (CITES) კონვენციის მცენარეთა კომიტეტის რიგით 22-ე შეხვედრა ტარდება.
კონფერენციის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გამოაცხადა მოსწავლეთა ნახატების კონკურსი ველურ მცენარეთა და ცხოველთა დაცვის თემაზე, რომლის დროსაც ცენტრის წარმომადგენლების მიერ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები ტარდებოდა.