ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

„გარემოსდაცვითი მმართველი“- ახალი სასწავლო პროგრამა

„გარემოსდაცვითი მმართველი“- ახალი სასწავლო პროგრამა

საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამ და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, ია პაპიაშვილმა მსხვილი და საშუალო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ახალი სასწავლო პროგრამა „გარემოსდაცვითი მმართველი“ გააცნეს.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ,,ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებული მოთხოვნები კომპანიებს ახალი სამუშაო ადგილის, კერძოდ  ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი შესაბამისი კადრის - გარემოსდაცვითი მმართველის, განსაზღვრას ავალდებულებს.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში აქამდე მსგავსი კადრი და შესაბამისად, ამ მიმართულების კადრის მოსამზადებელი სასწავლო პროგრამა არ არსებობდა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით შემუშავდა ახალი სასწავლო პროგრამა - ,,გარემოსდაცვითი მმართველი“, რომლის მიზანია,  კანონით დაკისრებული მოთხოვნებისა და თანამედროვე სამყაროს სტანდარტების გათვალისწინებით კომპანიებისთვის შესაბამისი კადრის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.

შეხვედრაზევე გახდა ცნობილი, რომ სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი იღებს სოციალურ პასუხისმგებლობას და სხვადასხვა უნივერსიტეტის ხუთ წარჩინებულ სტუდენტს გადაამზადებს უფასოდ, ამით ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას გახდნენ სერთიფიცირებული გარემოსდაცვითი მმართველები და თებერვლიდან დასაქმდნენ კომპანიებში ახალი გარემოსდაცვითი მიმართულებით.

საჯარო განხილვები