ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

პროექტი Google Chrome Extension

პროექტი Google Chrome Extension

24 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით შედგა შეხვედრა, რომელსაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე თეიმურაზ მურღულია, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი ია პაპიაშვილი, პროფესიონალი და მოყვარული ფოტოგრაფები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი იწყებს ახალ ინოვაციურ პროექტს, საქართველოს ლანდშაფტის, დაცული ტერიტორიების, ბიომრავალფეროვნების, ფოტოგრაფიისა და ვებტექნოლოგიების პოპულარიზაციის მიზნით. შეხვედრის მიზანი ახალი პროექტის დემო-ვერსიის ჩვენება და პროექტის განხილვა იყო.

პროექტი გულისხმობს Google Chrome Extension-ის შექმნას, რომელიც ყოველი ახალი ტაბის (New Tab) გახსნისას, თქვენ მიერ გადაღებული ფოტოს მეშვეობით საქართველოს ლანდშაფტსა და ბიომრავალფეროვნებას გააცნობს საზოგადოებას. პროექტის საშუალებით, ყველას, ვისაც უყვარს ფოტოგრაფია და საქართველოს ბუნება, არის პროფესიონალი ან მოყვარული ფოტოგრაფი და ხშირად მოგზაურობს საქართველოში, ეძლევა შესაძლებლობა პოპულარიზაცია გაუწიოს როგორც საქართველოს ბიომრავალფეროვნებას, დაცულ ტერიტორიებსა და ლანდშაფტს, ასევე საკუთარ შემოქმედებას.

საჯარო განხილვები