გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ახალი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პროექტის შესახებ იმსჯელეს. მინისტრის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, ახალი კოდექსით არსებული სანებართვო სისტემა სრულად დააკმაყოფილებს ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს. დოკუმენტის მეშვეობით საზოგადეობას საშუალება მიეცემა ჩაერთოს გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და ნებართვის გაცემის ყველა ეტაპში.
შეხვედრა მიზნად ისახავდა დაინტერესებული მხარეების ჩართვას კოდექსის შემუშავების პროცესში და შენიშვნებისა და წინადადებების წარმოდგენას.
პროექტი ,,მწვანე ეკონომიკა აღმოსავლეთ სამეზობლოში“ (Eap GREEN) პროგრამის მეორე კომპონენტის ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ტექნიკური მხარდაჭერითა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.