გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს მოსწავლეთა ნახატების კონკურსს ველურ მცენარეთა და ცხოველთა დაცვის თემაზე.
კონკურსი ეძღვნება „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ (CITES) კონვენციის მცენარეთა კომიტეტის რიგით 22-ე შეხვედრას, რომელიც გაიმართება თბილისში, 2015 წლის 19-23 ოქტომბერს.
ამ შეხვედრის პარალელურად მოეწყობა საკონკურსო ნამუშევრების გამოფენა.
ბიოლოგიური მრავალფეროვნების შემცირების ერთ-ერთი მიზეზი არის წლების განმავლობაში ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით არალეგალური საერთაშორისო ვაჭრობა, რამაც გადაშენების საფრთხე შეუქმნა მცენარეთა და ცხოველთა მრავალ სახეობას.
ყოველწლიურად ხდება ასობით მილიონი ველური მცენარისა და ცხოველის ამოღება ბუნებიდან სხვა ქვეყნებში მათი გაყიდვის მიზნით. მათ აგრეთვე მოიპოვებენ სხვადასხვა პროდუქტის, ეგზოტიკური ტყავის, ბეწვის, მუსიკალური ინსტრუმენტების, სუვენირებისა და სამკურნალო საშუალებების დასამზადებლად. ზოგიერთი მცენარის და ცხოველის მოპოვება ხდება ისეთი დიდი რაოდენობით, რომ მათ პოპულაციებს გადაშენების საფრთხე დაემუქრათ.
მცენარეთა და ცხოველთა დაცვის თემატიკაზე გამართული ნახატების კონკურსის მიზანია ბიომრავალფეროვნების პოპულარიზაცია და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.
საკონკურსო ნამუშევრების თემაა ფლორა და ფაუნა.
მონაწილე მოსწავლეთა ასაკი შეზღუდული არ არის.
ნამუშევრის მინიმალური ზომა უნდა იყოს A3 ფორმატის.
პირველ სამ ადგილზე გასული ნახატი დაჯილდოვდება პრიზებით.
ნამუშევრები მიიღება ა.წ. 10 ოქტომბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: გ.გულუას # 6. რჩეული ნამუშევრების გამოფენა გაიმართება 2015 წლის 19-23 ოქტომბერს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში (თავისუფლების მოედანი # 14, თბილისი).
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის უფროსს ნატო სულთანიშვილს (ელფოსტა: natosultanishvili@gmail.com; nato.sultanishvili@eiec.gov.ge; მობ.: +995 595 99 99 08)