ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

შეხვედრა უკრაინულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან

შეხვედრა უკრაინულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან

​გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, საქართველოში სასწავლო ვიზიტით მყოფი უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციის “Українська команда реформаторів (YKR)” 12 წევრისგან შემდგარი დელეგაცია ეწვია.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, საქართველოში სასწავლო ვიზიტით მყოფი უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციის “Українська команда реформаторів (YKR)” 12 წევრისგან შემდგარი დელეგაცია ეწვია.

დელეგაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ.

დელეგაციის წევრებისათვის განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენდა საქართველოს რეფორმირებასა და ევროანტლატიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები გარემოსდაცვითი კუთხით.

შეხვედრის დროს გარემოსდაცვით მონიტორინგზე, ნარჩენების მართვაზე, კლიმატის ცვლილებების საკითხებზე, მომავალ პარიზის კლიმატის კონფერენციასა და ორჰუსის კონვენციის განხორციელებაზე ისაუბრეს, დაწყებული მისი რატიფიცირების პერიოდიდან. 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის შექმნის საფუძველი სწორედ OSCE -ეუთოს პროექტი - “ორჰუსის ცენტრი საქართველოში” და საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ გახლდათ.

საჯარო განხილვები