საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2015 წლიდან პოლიეთილენის პარკებს ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს.
ინიციატივას უკვე შემოუერთდნენ მსხვილი სავაჭრო ქსელები.ამ საკითხთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები საყოფაცხოვრებო და ელექტროტექნიკის მაღაზიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე გამოთქვეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ აღნიშნულ ინიციატივას და უახლოეს მომავალში პოლიეთილენის პარკები ჩაანაცვლონ ბიოდეგრადირებადი პარკებით.