მინისტრის მოადგილემ სტუდენტებს სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტის "მწვანე ეკონომიკის" პრინციპები გააცნო და გარემოსდაცვითი ფაქტორების გათვალისწინებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობაზე ისაუბრა.
გარემოს დაცვის სამინისტროს მნიშვნელოვანი მიმართულება გარემოსდაცვითი განათლების გაძლიერებაა, რაც სტუდენტებთან აქტიურ თანამშრომლობას გულისხმობს. საქართველოში გარემოს კომპონენტის ნაწილში ცოდნის და შესაძლებლობების გაძლიერება ხელს უწყობს სტუდენტების მომავლის პროექტებზე სწორედ ორიენტირებას და ქვეყანაში თანამედროვე გარემოსდაცვითი პროფესიების დანერგვას.