ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია "მწვანე ეკონომიკის" შესახებ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია "მწვანე ეკონომიკის" შესახებ

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში "მწვანე ეკონომიკის" შესახებ ლექცია წაიკითხა. მინისტრის მოადგილემ სტუდენტებს სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტის "მწვანე ეკონომიკის" პრინციპები გააცნო და გარემოსდაცვითი ფაქტორების გათვალისწინებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

გარემოს დაცვის სამინისტროს მნიშვნელოვანი მიმართულება გარემოსდაცვითი განათლების გაძლიერებაა, რაც სტუდენტებთან აქტიურ თანამშრომლობას გულისხმობს. საქართველოში გარემოს კომპონენტის ნაწილში ცოდნის და შესაძლებლობების გაძლიერება ხელს უწყობს სტუდენტების მომავლის პროექტებზე სწორედ ორიენტირებას და ქვეყანაში თანამედროვე გარემოსდაცვითი პროფესიების დანერგვას.

საჯარო განხილვები