1 ივნისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ეზოში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლები, ლიტერატურულ-შემოქმედებითი სახელოსნოს წევრებს შეხვდნენ. ლექციის მოსმენის შემდეგ, სახელოსნოს წევრებმა გარემოსდაცვით თემაზე ლიტერატურული ჩანახატები გააკეთეს. შეხვედრის ბოლოს ბავშვებს მადლობის სიგელები გადაეცათ.