26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე “მწვანე ქალაქი“ გააშენა.
“მწვანე ქალაქში” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სტუმრების წინაშე “მწვანე ოფისის” მოდელით, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტითა და შემეცნებით-გასართობი კუთხით წარსდგა.