სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით მორიგი შეხვედრა გაიმართა სკოლის მოსწავლეებთან.
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით მორიგი შეხვედრა გაიმართა სკოლის მოსწავლეებთან. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ქ. თბილისის 26-ე საჯარო სკოლის აღსაზრდელები სტუმრობდნენ. მოსწავლეებს ჩაუტარდათ ლექსია/სემინარი ადამიანის უფლებების შესახებ გარემოს დაცვის სფეროში - ,,ორჰუსის კონვენცია“ და ასევე დაცული ტერიტორიების მნიშვნელობის შესახებ.
სემინარების მიზანია საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ.