სსიპ - ,,გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, მართავს ტრენინგს თემაზე: „ინსპექტირების პროცედურები და პრაქტიკული ასპექტების ზოგადი კურსი“. ტრენინგის მიზანია ინსპექტორების გადამზადება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება.

ტრენერი, მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი, ქალბატონი ნელი კორკოტაძე სამი დღის განმავლობაში თხუთმეტ ინსპექტორს გააცნობს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების კონტროლის გზებს, როგორც გარემოსდაცვითი რეგულირების სისტემის ნაწილს, ასევე გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზირების სისტემას, რეგულირების ობიექტებს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ კანონმდებლობას და სხვა საკითხებს.