ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

მწვანე ეკონომიკა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

მწვანე ეკონომიკა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

2014 წლის 6 მაისს, პროექტის „მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა აღმოსავლეთ სამეზობლოში“ ფარგლებში გაიმართა რეგიონული სამუშაო შეხვედრა -„მწვანე ეკონომიკა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში - მდგრადი წარმოება და მოხმარება“.

2014 წლის 6 მაისს, პროექტის „მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა აღმოსავლეთ სამეზობლოში“ ფარგლებში გაიმართა რეგიონული სამუშაო შეხვედრა - „მწვანე ეკონომიკა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში - მდგრადი წარმოება და მოხმარება“. შეხვედრას ესწრებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის სამთავრობო, სამოქალაქო და კერძო სექტორიდან.

ღონისძიების ფარგლებში, სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ ორგანიზებით სასტუმრო ჰოლიდეი ინ-ში (Holiday inn) გაიმართა გამოფენა, რომლის მიზანი იყო საქართველოში არსებული სხვადასხვა ორგანიზაციების, კომპანიების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და ფიზიკური პირების წარმოჩენა, რომლებიც თავიანთ სამუშაო პრაქტიკაში იყენებენ სუფთა წარმოებას და ხელს უწყობენ მწვანე ბიზნესის განვითარებას. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა საქართველოში წარმოებული ბიოპროდუქტები, ენერგოდამზოგავი მოწყობილობები, ნარჩენების მეორეული გადამუშავებით მიღებული პროდუქტები და ხელოვნების ნიმუშები, ენერგოეფექტური შენობების და ტრანსპორტის ფოტომასალა, ასევე საგანმანათლებლო პროგრამები და პროდუქტები,  რომლებიც ემსახურებიან საქართველოში მწვანე ეკონომიკის პოპულარიზაციას და ცნობიერების ამაღლებას.

საჯარო განხილვები