ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

პროფესიული მომზადების პროგრამაზე - ,,გარემოსდაცვითი მმართველი” რეგისტრაცია შესაძლებელია 25 აგვისტოს ჩათვლით

პროფესიული მომზადების პროგრამაზე - ,,გარემოსდაცვითი მმართველი” რეგისტრაცია შესაძლებელია 25 აგვისტოს ჩათვლით

ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობის მიღება:
• დაინტერესებულ პირებს, ვისაც სურს დეტალურად შეისწავლოს ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით გაწერილი გარემოსდაცვითი მმართველის პასუხისმგებლობები და შეიძინოს საჭირო უნარები. 
• ფიზიკური და იურიდიული პირების თანამშრომლებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან ისეთ კომპანიებსა თუ საწარმოებში, რომელთაც წარმოექმნებათ სხვადასხვა ტიპის ნარჩენი და ვალდებულები არიან  ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაზე.

რას ვისწავლით ,,გარემოსდაცვითი მმართველი” პროგრამის ფარგლებში?
პროგრამის მიზანია გარემოსდაცვითი მმართველების მომზადება, რომლებიც განახორციელებენ ნარჩენების მართვის კოდექსისა და მისგან გამომდინარე ვალდებულებებს, ინსპექტირების პროცედურებსა და კანონაღსრულებას.

გარემოსდაცვითი მმართველის კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
• კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მომზადებასა და განახლებას
• ნარჩენების კლასიფიცირებას
• ნარჩენების მართვის ელექტრონულ სისტემაში მუშაობას
• კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხორციელებასა და ორგანიზებას
• კომპანიის თვითმონიტორინგისა და შიდა კონტროლის განხორციელებას

პროგრამაზე რეგისტრაცია შესაძლებელია ვებ-გვერდზე: https://vet.emis.ge/#/training-programs   

პროგრამაზე სწავლები საფასურია 700 ლარი. 

პროგრამაზე რეგისტრაციის ადგილები შეზღუდულია და გამოცხადებულია 25 ადგილი. შესაბამისად, კონკურსის არსებობის შემთხევაში რეგისტრირებულ აპლიკანტებს ჩაუტარდებათ გასაუბრება. შერჩევის კრიტერიუმები გამოცხადდება გასაუბრებამდე. 

სასწავლო პროცესი იწყება 11 სექტემბერს. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 4 კვირას.

მისამართი: სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N32გ.

წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს.

პროგრამას უძღვებიან დარგის ექსპერტები:
• ალვერდ ჩანქსელიანი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
• ეკატერინე კისკეიძე - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამრეწველო ემისიებისა და ნარჩენების კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელი
• კონსტანტინე ხაჭაპურიძე - დამოუკიდებელი ექსპერტი
• ქრისტინე ვარდანაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის ნარჩენების მართვის სამმართველოს ხელმძღვანელი
• თამარ ცეცხლაძე - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების უფროსი სპეციალისტი.

საკონტაქტო პირი:
ნანა დვალი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის კონსულტანტი (ელ.ფოსტა: nana.dvali@eiec.gov.ge; ტელ:577282226).

,,გარემოსდაცვითი მმართველი” პროგრამა ხორციელდება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ.

საჯარო განხილვები