ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ტრენინგები სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის გზებზე კონტროლის შესახებ

ტრენინგები სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის გზებზე კონტროლის შესახებ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის გზებზე კონტროლთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები/ინსპექტორები 4 სექტემბრიდან გზებზე მანქანების გამონაბოლქვის კონტროლს განახორციელებენ. გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის კონტროლი საქართველოს  4 დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში განხორციელდება.

სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის გზებზე კონტროლთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები გადამზადდნენ და  ჩაუტარდათ ტრენინგები როგორც საკანონმდებლო ცვლილებების, ისე ტექნიკური აღჭურვილობის, ელექტრონული სისტემისა და მოქალაქეებთან ეფექტური კომუნიკაციის მიმართულებებით.

ტრენინგები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და შპს „სასწავლო და საგამოცდო ცენტრი - პტი“-ს ჩართულობით გაიმართა.

შეხვედრას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ლევან ჯღარკავა ესწრებოდნენ.

 

საჯარო განხილვები