ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

შეხვედრა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ვალდებულებების ფარგლებში

შეხვედრა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ვალდებულებების ფარგლებში

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ საქართველოს ვალდებულებების შესრულების მიზნით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე იმსჯელეს მეხუთე ეროვნული შეტყობინების და პირველი ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიშის (5NC/1BTR) კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შერბილებისა და  ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) განხორციელების შეფასების თავების მოსამზადებელ საკითხებზე.

შეხვედრის მიზანი იყო დაინტერესებული მხარეებისთვის  5NC/1BTR-ის შერბილებისა და NDC-ის განხორციელების შეფასების თავების ძირითადი ვალდებულებების, შერბილების ღონისძიებებისა და შესრულების პროგრესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მიღება.

შეხვედრა პროექტის „საქართველოს მეხუთე ეროვნული შეტყობინებისა და პირველი ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიშის შემუშავება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მიმართ“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. პროექტი ხორციელდება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან (REC Caucasus) თანამშრომლობით და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. 

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ანგარიშის შემუშავებაში ვალდებულებების შესაბამისად. ამასთან, პროექტი ეხმარება გრძელვადიანი მიზნების მიღწევას, რომლებიც მიმართულია კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების აღმოფხვრისკენ.

შეხვედრას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჯავახიშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ევროკავშირი კლიმატისთვის პროექტის მენეჯერი ეკატერინე მიქაძე და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის  (REC Caucasus) დირექტორი სოფიკო ახობაძე ესწრებოდნენ.

საჯარო განხილვები