ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

„შექმენი უსაფრთხო თემი“ - კონკურსი სათემო ორგანიზაციებისთვი

„შექმენი უსაფრთხო თემი“ - კონკურსი სათემო ორგანიზაციებისთვი

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, პროგრამის - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში” ფარგლებში, აცხადებს კონკურსს სათემო ორგანიზაციებისათვის ,,შექმენი უსაფრთხო თემი”. 

კონკურსის მიზანია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შესახებ ცნობიერების ამაღლება, თემზე დაფუძნებული კატასტროფის რისკის მართვის ხელშეწყობა, კატასტროფების მიმართ თემის მედეგობის გაძლიერება დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობით. 

წარმოდგენილი პროექტი უნდა უკავშირდებოდეს პროგრამით გათვალისწინებული 7 ბუნებრივი საფრთხიდან (წყალდიდობა, სეტყვა, ღვარცოფი, მეწყერი, გვალვა, ძლიერი ქარი, ზვავი) ერთ-ერთს, რომელიც გამოწვევას წარმოადგენს როგორც მუნიციპალიტეტისათვის, ისე თემისთვის. 

განაცხადის წარდგენის პროცედურა 

განმცხადებლებმა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სრული საპროექტო განაცხადი უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2023 წლის 31 ოქტომბრისა.

საკონკურსო პროექტების გამოგზავნა შესაძლებელია ელ.ფოსტაზე: info@eiec.gov.ge  (გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ: ,,შექმენი უსაფრთხო თემი’’).

საკონტაქტო პირი: პროექტის კოორდინატორი თამარ შერვაშიძე (ელ.ფოსტა: tamar.shervashidze@eiec.gov.ge,  მობ: 595958825).

განმცხადებელმა ცენტრს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პროექტის სრული განაცხადი (ორგანიზაციის ბლანკით ან შტამპით და დირექტორის ხელმოწერით დამოწმებული);
  • დეტალური და პუნქტების მიხედვით გაწერილი ბიუჯეტი (Excel-ის ფორმატში);
  • საჯარო რეესტრიდან ამონაწერი;
  • პროექტის  ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობის განმახორციელებლის რეზიუმე;
  • თანადაფინანსების შემთხვევაში თანადამფინანსებლის წერილი ოფიციალურ ბლანკზე ბეჭდით დადასტურებული. 

კონკურსში წარმოდგენილი პროექტები მხოლოდ განმცხადებელი ორგანიზაციის ნამუშევარს უნდა ასახავდეს. პლაგიატის შემთხვევაში კონკურსიდან ორგანიზაციისა და პროექტის დაუყოვნებლივი დისკვალიფიკაცია მოჰყვება.

განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას ცენტრი მხოლოდ განხილვის მიზნით გამოიყენებს და არ გაუზიარებს გარეშე პირებს ან ორგანიზაციებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა. 

კონკურსი გაიმართება 2 ეტაპად:

     I ეტაპი - განაცხადების შერჩევა

     II ეტაპი - საპროექტო წინადადების  პრეზენტაცია 

ორივე ეტაპის შედეგების მიხედვით სპეციალური კომისია გამოავლენს 2 გამარჯვებულ სათემო ორგანიზაციას, (1 აღმოსავლეთ საქართველოს და 1 დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებიდან). თითოეულს პროექტის განსახორციელებლად გადაეცემა 4000 აშშ დოლარი.

სამიზნე მუნიციპალიტეტები: ლაგოდეხი, სიღნაღი, ახმეტა, თელავი, გორი, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ქობულეთი. 

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 31 ოქტომბერი.

პროექტი - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში” დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვედეთის (SIDA) და შვეიცარიის (SDC) მთავრობების მიერ, ხოლო მის განხორციელებას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.

დანართი 1: საპროექტო განაცხადის ინფორმაცია

დანართი 2: ბიუჯეტი

დანართი 3: პროექტის შესახებ ინფორმაცია

საჯარო განხილვები