ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

საგრანტო კონკურსი „ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები (NBS) ბიომრავალფეროვნებისთვის, ადამიანის კეთილდღეობისთვის და ტრანსფორმაციული ცვლილებებისთვის“ აცხადებს განცხადებების მიღებას

საგრანტო კონკურსი „ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები (NBS) ბიომრავალფეროვნებისთვის, ადამიანის კეთილდღეობისთვის და ტრანსფორმაციული ცვლილებებისთვის“ აცხადებს განცხადებების მიღებას

ევროპული ბიომრავალფეროვნების პარტნიორობის (Biodiversa+) საგრანტო კონკურსი „ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები (NBS) ბიომრავალფეროვნებისთვის, ადამიანის კეთილდღეობისთვის და ტრანსფორმაციული ცვლილებებისთვის“ აცხადებს განცხადებების მიღებას.

Biodiversa+ ევროპული ბიომრავალფეროვნების პარტნიორობის საგრანტო კონკურსის მიზანია ბიომრავალფეროვნების მიმართულებით გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარების ხელშეწყობა და ჰარმონიზაცია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და პოლიტიკის შემუშავება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია კონსორციუმის შექმნა, სადაც ქართველ მეცნიერებთან ერთად ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იქნებიან ჩართულები.

პროექტის განაცხადისთვის საჭიროა იყოთ კონსორციუმში,  გამოიყენეთ დამხმარე პლატფორმა, სადაც მოიძიებთ პოტენციურ პარტნიორებს - https://proposals.etag.ee/biodiversa/2023/partner-search 

 
პირველ ეტაპზე განაცხადებს ევროპული ბიომრავალფეროვნების პარტნიორობის ექსპერტები განიხილავენ, მომდევნო ეტაპზე კი საგრანტო დაფინანსების განაწილების პროცესში პროექტის პარტნიორი და თანადამფინანსებელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაერთვება. 

26 სექტემბრის დაინტერესებული პირებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა -  1:00 დან 3:00მდე (ევროპული დროით, ხოლო საქართველოს დროით 15:00 სთ-დან). https://us06web.zoom.us/webinar/register/WN_mNu2_1p8Q6aMTUARzD4rpA 

    
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 10 ნოემბერი. 

დამატებით ინფორმაციისთვის გაეცანით პარტნიორობის ოფიციალურ ვებ გვერდს - https://www.biodiversa.eu/2023/06/05/2023-2024-joint-call/ 

კონკურსთან დაკავშირებით საკონტაქტო პირია: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  ბიომარვალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ლიანა გიორგაძე - lika.giorgadze@mepa.gov.ge 

საჯარო განხილვები