ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ საქართველოს ვალდებულებების შესრულების საკითხებზე საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ საქართველოს ვალდებულებების შესრულების საკითხებზე საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრაზე დაინტერესებულ მხარეები ანგარიშის (5NC/1BTR) ორ თავზე მუშაობისას მიღწეულ პროგრესს გაეცნენ; აღნიშნული თავებია: 

  • შეზღუდვები და ხარვეზები და შესაბამისი ფინანსური, ტექნოლოგიების შემუშავებისა და გადაცემის, ასევე შესაძლებლობების განვითარებისთვის საჭირო და მიღებული მხარდაჭერა
  • ეროვნული გარემოებების, ინსტიტუციური მოწყობისა და სხვა ინფორმაციისა და შეზღუდვების, საჭირო და მიღებული მხარდაჭერა

მონაწილეებმა მეხუთე ეროვნული შეტყობინების და პირველი ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიშის (5NC/1BTR) „შეზღუდვებისა და ხარვეზების“ და  „ეროვნული გარემოებების“ თავების მოსამზადებელ საკითხებზე იმსჯელეს.

შეხვედრის მიზანი იყო დაინტერესებული მხარეებისთვის  5NC/1BTR-ის ზემოთ აღნიშნული თავების დეტალური სტრუქტურის წარდგენა, შეგროვებული ინფორმაციის გაცნობა, კონკრეტულ საკითხებზე/მიმართულებებზე ქვეყანაში არსებული საჭიროებების თაობაზე დისკუსია და მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მიღება.

შეხვედრა პროექტის „საქართველოს მეხუთე ეროვნული შეტყობინებისა და პირველი ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიშის შემუშავება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მიმართ“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. პროექტი ხორციელდება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ორგანიზაციასთან Georgia’s Environmental Outlook (GEO) თანამშრომლობით და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. 

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ანგარიშის შემუშავებაში ვალდებულებების შესაბამისად. ამასთან, პროექტი ეხმარება გრძელვადიანი მიზნების მიღწევას, რომლებიც მიმართულია კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების აღმოფხვრისკენ.

შეხვედრას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკატერინე ბენდელიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო თხილავა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გარემოს დაცვის და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ნინო ანთაძე ესწრებოდნენ.

საჯარო განხილვები