ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რჩეულ მასწავლებელს   ნანა გოგატიშვილს „მწვანე ჯილდო“ გადაეცა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რჩეულ მასწავლებელს ნანა გოგატიშვილს „მწვანე ჯილდო“ გადაეცა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა, გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობისთვის, 2023 წლის „მწვანე ჯილდო“, მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი თბილისის N182 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელ ნანა გოგატიშვილს გადასცა.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ქვეყანაში გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობისა და ამ მიმართულებით მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 2017 წლიდან მონაწილეობს ღონისძიებაში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო” და, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით, „მწვანე ჯილდოს” გადასცემს იმ პედაგოგს, რომელსაც მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი აქტივობები აქვს განხორციელებული. მოხარული ვარ, რომ წელს უკვე მეშვიდედ გვეძლევა შესაძლებლობა, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს თანამონაწილეები და პარტნიორები ვიყოთ“, - აღნიშნა თამარ ალადაშვილმა.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს იმართება. 2023 წელს, კონკურსის ფარგლებში, ქვეყნის საუკეთესო პედაგოგი გორის N8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ნინო ფსუტური გახდა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დააჯილდოვა.

საჯარო განხილვები