ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ესსეების კონკურსი მოსწავლეებისათვის

ესსეების კონკურსი მოსწავლეებისათვის

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს ესსეების კონკურსს სკოლის მოსწავლეებისათვის „დავიცვათ ტყე ჩვენი მწვანე მომავლისთვის“.

კონკურში მონაწილეობის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს მთელი საქართველოდან, რომლებიც დაინტერესებული არიან ტყის დაცვისა და მდგრადი მართვის საკითხებით და ჩართული არიან გარემოსდაცვითი განათლების მიღებისა თუ გავრცელების პროცესში.

საკონკურსო ნამუშევარი შესაძლოა ეხებოდეს, თუმცა არ შემოიფარგლებოდეს შემდეგი თემებით:
 პირადი გამოცდილება და მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა;
 თითოეული მოქალაქის წვლილის საჭიროება და ვალდებულება ტყის დაცვის მიმართულებით;
 ტყის მერქნული და არამერქნული რესურსების სწორად გამოყენების საჭიროება;
 ტყეზე ზეწოლის შემცირების გზები;
 ტყე და კლიმატის ცვლილება;
 ტყის ხანძრები;
 ენერგოეფექტურობა, ენერგოეფექტური ღუმელები;
 ალტერნატიული საწვავი (ბრიკეტი, პელეტი, ნამჯა, თხილის ნაჭუჭი და ა.შ), როგორც ტყის შეშად გამოყენების შემცირების გზა.

სასურველია ნაშრომი არ იყოს მხატვრული სტილით შესრულებული და აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს, რომელთა საფუძველზეც შეფასდება:
 თემასთან შესაბამისობა;
 გარემოსდაცვითი საკითხების ცოდნა;
 კრიტიკული აზროვნება და ანალიზის უნარი;
 საკუთარი/ორიგინალური მოსაზრებების ჩამოყალიბება, ინდივიდუალური ხედვა და მოსაზრება;
 აზრის ლაკონურად გადმოცემის უნარი;  
 ტექსტი გამართული უნდა იყოს გრამატიკულად;
 პლაგიატის შემთხვევაში ნაშრომი გამოეთიშება კონკურსს. 
კონკურსთან დაკავშირებული სხვა დეტალები:
 ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს Word-ის ფაილის სახით (შრიფტი - Sylfaen, შრიფტის ზომა - 11, ინტერვალი - 1.15);
 ესსეს მოცულობა - 500-1000 სიტყვამდე (2-3 გვერდი);
 ესსეში მითითებული უნდა იყოს ავტორის: 
 სახელი
 გვარი
 ასაკი
 კლასი
 სკოლის დასახელება
 ქალაქი/სოფელი
 მობილური ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტის მისამართი.

ნამუშევრების წარდგენის წესი: ესსეს ელექტრონული ვერსია გამოგზავნილი უნდა იყოს Word ან PDF დოკუმენტის სახით, შემდეგ მისამართზე - info@eiec.gov.ge  სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს დასახელება - „ესსეების კონკურსი“. 

ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადა 20 ნოემბერი.

ესსე შეფასდება სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან კონკურსის შემაჯამებელ ღონისძიებაზე და დასაჩუქრდებიან პრიზებით.

კონკურსი ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ პროექტის ფარგლებში და მიზნად ისახავს მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას ტყის მდგრადი მართვის, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ.

საკონტაქტო პირი: ნათია ბლიაძე, ელ-ფოსტა: Natela.Bliadze@eiec.gov.ge ტელ: 598 21 82 85

საჯარო განხილვები