5 დეკემბერს, 16:00 საათზე ქ. გორში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მისამართი: ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ. N53) კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნის“ შესახებ საჯარო კონსულტაცია გაიმართება.
საჯარო კონსულტაციაში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ისარგებლოთ შემდეგი ბმულით: https://us02web.zoom.us/j/88390325523 Meeting ID: 883 9032 5523
საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნი“ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) და გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით შეიმუშავა.
კლიმატის ცვლილების კანონის თეთრი წიგნი მოიცავს ძირითად პრინციპებს, რომელიც საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონში უნდა აისახოს. თეთრი წიგნის მიზანი საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავებისთვის ფართო საზოგადოებრივი დისკუსიისა და კონსულტაციების გაგრძელებაა.
აღნიშნულ საკითხზე საკონტაქტო პირია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის გარემოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ლიკა ფხოველიშვილი (ელ.ფოსტა: lika.pkhovelishvili@eiec.gov.ge; ტელ: 595503081).
კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნი“ იხილეთ ბმულზე: https://web-api.parliament.ge/storage/files/shares/Komitetebi/garemo/White-Paper-WDF-geo.pdf?fbclid=IwAR1urln-DM_LcwAJ1DmLtCwJFhfVNFau_LsWpQpPgYbMrPE9CESHkV3XhO8