ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

მეხუთე ეროვნული შეტყობინების და პირველი ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიშის (5NC/1BTR) მომზადების შესახებ შეხვედრა გაიმართა

მეხუთე ეროვნული შეტყობინების და პირველი ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიშის (5NC/1BTR) მომზადების შესახებ შეხვედრა გაიმართა

შეხვედრას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჯავახიშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ნინო ანთაძე და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) დირექტორი  სოფიკო ახობაძე ესწრებოდნენ. 

შეხვედრაზე იმსჯელეს 5NC/1BTR ანგარიშგების მომზადების, კლიმატის ცვლილების გავლენისა და მისდამი ადაპტაციის საკითხებზე. მონაწილეებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული მოსაზრებები, რეკომენდაციები და შენიშვნები განიხილეს; მათ შორის, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილების გავლენა მყინვარებზე, საქართველოს ტყეებზე, დაცულ ტერიტორიებზე, ადამიანის ჯანმრთელობასა და ტურიზმის სექტორზე.

შეხვედრა გაიმართა პროექტის „საქართველოს მეხუთე ეროვნული შეტყობინებისა და პირველი ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიშის შემუშავება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მიმართ“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით.

საჯარო განხილვები