საჯარო კონსულტაციები გაიმართება:
• 19 დეკემბერს, 13:00 საათზე ქ.თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში(მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი N1). საჯარო კონსულტაციაში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ისარგებლოთ შემდეგი ბმულით: https://us02web.zoom.us/j/81581258159 Meeting ID: 815 8125 8159
• 21 დეკემბერს, 12:00 საათზე ქ.ბათუმში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში (მისამართი: რუსთაველის/ნინოშვილის ქ.32/35). საჯარო კონსულტაციაში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ისარგებლოთ შემდეგი ბმულით: https://us02web.zoom.us/j/83668293997 Meeting ID: 836 6829 3997
საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნი“ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) და გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით შეიმუშავა. კლიმატის ცვლილების კანონის თეთრი წიგნი მოიცავს ძირითად პრინციპებს, რომელიც საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონში უნდა აისახოს. თეთრი წიგნის მიზანი საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავებისთვის ფართო საზოგადოებრივი დისკუსიისა და კონსულტაციების გაგრძელებაა.
აღნიშნულ საკითხზე საკონტაქტო პირია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის გარემოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ლიკა ფხოველიშვილი (ელ.ფოსტა: lika.pkhovelishvili@eiec.gov.ge; ტელ: 595503081).
კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნი“ იხილეთ ბმულზე: https://web-api.parliament.ge/storage/files/shares/Komitetebi/garemo/White-Paper-WDF-geo.pdf?fbclid=IwAR1KVsxosoTuSSU2o_OaE4y460QLj8-oTU_ofNouq8Rp4UmJV6e8E3jTtXI