ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნის“ შესახებ შემაჯამებელი საჯარო კონსულტაცია გაიმართა

კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნის“ შესახებ შემაჯამებელი საჯარო კონსულტაცია გაიმართა

კლიმატის ცვლილების კანონის  „თეთრი წიგნის“ შესახებ  შემაჯამებელი საჯარო კონსულტაცია ქ. ბათუმში გაიმართა. კლიმატის ცვლილების კანონის თეთრი წიგნი  მოიცავს ძირითად პრინციპებსა და საერთაშორისო ვალდებულებებს, რომელიც საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონში უნდა აისახოს. 

საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნი“ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  კომიტეტმა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD)  და გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით შეიმუშავა. 

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი,  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე,  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკატერინე ბენდელიანი, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ლაშა ნაკაშიძე და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ანზორ ბერიძე ესწრებოდნენ.

კონსულტაციაში არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, სტუდენტები და დაინტერესებული საზოგადოება მონაწილეობდა. საჯარო კონსულტაციაში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა.

საჯარო კონსულტაციები უკვე  გაიმართა ქ.გორსა და ქ.თბილისში. კონსულტაციების ფარგლებში მიღებული მოსაზრებების საფუძველზე შემუშავდება საქართველოს კანონი კლიმატის ცვლილების შესახებ.

საჯარო განხილვები