შეხვედრაზე საქართველოს ჭალის ტყის მდგომარეობის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული და პარტნიორების მიერ წარმოებული უახლესი კვლევების შედეგები განიხილეს. მონაწილეებმა საქართველოს ჭალის ტყის მოვლა-აღდგენის მიმართულებით არსებულ ძირითად გამოწვევებზე იმსჯელეს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კარლო ამირგულაშვილმა განაცხადა, რომ ჭალის ტყეების აღდგენა და განვითარებისთვის სამინისტრო იწყებს საქართველოს ჭალის ტყის მოვლა-აღდგენის ეროვნული გეგმის შემუშავებას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პროცესებში ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური ჩართვა.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების, სამეცნიერო სფეროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.