ტრენინგმოდული მოიცავდა მონრეალის ოქმით რეგულირებული ნივთიერებების მართვის ელექტრონული სისტემის გამოყენებისა და სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების სექტორში საუკეთესო თანამედროვე პრაქტიკის გამოცდილების გაზიარებას. ტრენინგის მიზანია სამაცივრო ტექნიკის, ჰაერის კონდიცირებისა და თბური ტუმბოების სექტორისთვის კვალიფიციური კადრის გადამზადება.
ტრენინგი გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და ოზონის ეროვნული ერთეულის ხელშეწყობით. სასწავლო კურსის შემუშავებასა და ჩატარებაში ჩართულები იყვნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების ინჟინერთა ასოციაცია.