ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ქვეყნის კლიმატის პოლიტიკაში გენდერის ინტეგრირების შესახებ ტრენინგი გაიმართა

ქვეყნის კლიმატის პოლიტიკაში გენდერის ინტეგრირების შესახებ ტრენინგი გაიმართა

ტრენინგები კლიმატის ცვლილების მიმართულებით დასაქმებულ სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჩაუტარდათ. 

ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეთა შესაძლებლობების გაძლიერება,  გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების საკითხების წინ წამოსაწევად ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშემწყობ აქტივობებში; მონაწილეებისთვის ინფორმაციის მიწოდება თუ რატომ არის გენდერული საკითხები ჯერაც პრობლემური ქვეყანაში და კლიმატის პოლიტიკაში; შერბილების, NDC-ისა და ადაპტაციის მიმართულებით კლიმატის პოლიტიკაში გენდერის ინტეგრირების მიზნით შესაძლებლობების გაძლიერება გენდერის სამოქმედო გეგმის მიხედვით; კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება, იმისთვის რომ მომზადდეს გენდერულად მგრძნობიარე მეხუთე ეროვნული შეტყობინება და პირველი ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიში.

ტრენინგი ტარდება პროექტის „მეხუთე ეროვნული შეტყობინება და პირველი ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიში (5NC/1BTR) გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისადმი (UNFCCC)“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით. 

საჯარო განხილვები