ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

საქართველოს მეხუთე ეროვნული შეტყობინების და პირველი ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიშის (5NC/1BTR) მომზადების შესახებ მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მეხუთე ეროვნული შეტყობინების და პირველი ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიშის (5NC/1BTR) მომზადების შესახებ მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკატერინე ბენდელიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჯავახიშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ნინო ანთაძე და Georgia’s Environmental Outlook-ის (GEO) პროგრამების მენეჯერი ხათუნა გოგალაძე ესწრებოდნენ. 

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო 5NC/1BTR ანგარიშის თავების: „შეზღუდვების და ხარვეზების“ და „ეროვნული გარემოებების“  პრეზენტაცია. მონაწილეების ჩართულობით კონკრეტული მიმართულებებით ქვეყანაში არსებული საჭიროებების თაობაზე დისკუსია გაიმართა.

„საქართველოს მეხუთე ეროვნული შეტყობინების და პირველი ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიშის შემუშავება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ (5NC/1BTR)“ პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ; პროექტის განმახორციელებელია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაციასთან Georgia’s Environmental Outlook (GEO) თანამშრომლობით, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

პროექტის ამოცანაა საქართველოს მთავრობის დახმარება მეხუთე ეროვნული შეტყობინების (5NC) და  პირველი  გამჭვირვალობის ორწლიური ანგარიშის  (1BTR)  კომბინირებული ანგარიშის ფორმით მომზადების პროცესში, რათა წარუდგინოს  UNFCCC-ს, მისი ვალდებულებების შესაბამისად. გარდა ამისა, პროექტი გააძლიერებს არსებულ ინსტიტუციურ სტრუქტურებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ზომების  გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად და ხელს შეუწყობს გრძელვადიანი მიზნების მიღწევას, რომლებიც მიმართულია კლიმატის ცვლილების შედეგების აღმოფხვრისაკენ.

საჯარო განხილვები