სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემა (AKIS) წარმოადგენს მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობაში დაინტერესებული საზოგადოებისთვის ცოდნისა და ინოვაციების ხელმისაწვდომობას.
შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის გაზიარება და საჭიროებების იდენტიფიცირება იმერეთის რეგიონში მიკრო(რეგიონული) AKIS დანერგვისათვის, რაც ასევე, მოიცავს რეგიონში დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირებას და რეგიონული AKIS-ის სარეკომენდაციო დოკუმენტის შემუშავებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ საგანმანათლებლო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი ფერმერები, სოფლის განვითარების სააგენტოს და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.
შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში VET (ფაზა3)“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.