ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ბრიუსელში, მწვანე ეკონომიკის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.

ბრიუსელში, მწვანე ეკონომიკის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მწვანე ეკონომიკის მიმართულებით მიღწეულ პროგრესი და შემდგომი  რეფორმების განხორციელების საკითხები განიხილეს.

რეგიონულ შეხვედრას საქართველოდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მონაწილეებს საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვების, ეკოეტიკეტირებისა და ეკოინოვაციების მიმართულებით განხორციელებული პროგრესი და განახლებული კანონმდებლობა გააცნო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შესყიდვის პირობებში აგრეთვე გაითვალისწინოს მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი მახასიათებლები.

შეხვედრას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეროვნული პასუხისმგებელი პირები, ევროსაბჭოს და ევროკავშირის დელეგაციების წარმომადგენლები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, სამოქალაქო საზოგადოება და EU4Environment-ის განმახორციელებელი პარტნიორები (OECD, UNECE, UNEP, UNIDO და World Bank) ესწრებოდნენ.

საჯარო განხილვები