ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში აგრარული განათლების სააკორდინაციო  საბჭოს პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში აგრარული განათლების სააკორდინაციო საბჭოს პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აგრარული განათლების საკოორდინაციო საბჭოს შექმნის მთავარი მიზანია მხარი დაუჭიროს ფერმერების ქსელის შექმნას ცოდნის გაზიარების მიზნით და  სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემის (AKIS) გაძლიერებას.

შეხვედრაზე განიხილეს ის გამოწვევები, რაც არსებობს ფერმერებისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

შეხვედრას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, პროფესიული უნარების სააგენტოს დირექტორი ირინე მარგიშვილი, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, აგრარული ასოციაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აგრარული განათლების საკოორდინაციო საბჭო იქმნება პროექტის - „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში VET (ფაზა3)“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის  მიერ, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.  პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს სოფლის მეურნეობაში ექსტენციის და საგანმანათლებლო სერვისების განვითარების მხარდაჭერას.

საჯარო განხილვები