ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

„ეკოლიდერთა სკოლაში“ 2024 წლის სასწავლო კურსი დაიწყო

„ეკოლიდერთა სკოლაში“ 2024 წლის სასწავლო კურსი დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის „ეკოლიდერთა სკოლაში“ 2024 წლის სასწავლო კურსი დაიწყო. 

IX-XII კლასის მოსწავლეები, სასწავლო პროგრამის ფარგლებში, მიიღებენ ინფორმაციას მდგრადი განვითარების მიზნების, ადამიანის ეკოლოგიური უფლებების, ნარჩენების მართვის მნიშვნელობის, დაცული ტერიტორიების, ბიომრავალფეროვნების, კლიმატის ცვლილების, ტყის მდგრადი მართვისა და გარემოსდაცვითი განათლების შესახებ.

2024 წელს, კონკურსის საფუძველზე, მთელი საქართველოს მასშტაბით „ეკოლიდერთა სკოლაში“ მოხვედრა 66 მოსწავლემ შეძლო.

სასწავლო კურსი ორი თვე გაგრძელდება. თეორიულ სწავლებასთან ერთად, მოეწყობა საველე გასვლები. ლექციებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ. „ეკოლიდერთა სკოლა“ დისტანციურად, ZOOM-ის პლატფორმით განხორციელდება.

საჯარო განხილვები