ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

გურიისა და იმერეთის რეგიონებში აგრარული ცოდნისა და ინოვაციების სისტემის(AKIS) პროექტი წარადგინეს

გურიისა და იმერეთის რეგიონებში აგრარული ცოდნისა და ინოვაციების სისტემის(AKIS) პროექტი წარადგინეს

სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემა (AKIS) წარმოადგენს მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობაში დაინტერესებული საზოგადოებისთვის ცოდნისა და ინოვაციების ხელმისაწვდომობას.

შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა მიკრო (რეგიონული) AKIS-ის პროექტის სარეკომენდაციო დოკუმენტის გაცნობა და დაინტერესებულ მხარეებთან განხილვა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ საგანმანათლებლო, კერძო  და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები,  ადგილობრივი ფერმერები, სოფლის განვითარების სააგენტოს და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. 

შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში VET (ფაზა3)“   ფარგლებში გაიმართა, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.

საჯარო განხილვები