ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

პროფესიული გადამზადების პროგრამა „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია" დასრულდა

პროფესიული გადამზადების პროგრამა „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია" დასრულდა

პროფესიული გადამზადების პროგრამა „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია" 15-მა ახალგაზრდამ წარმატებით დაასრულა. კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გადასცა.
სასწავლო კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. პროგრამის ფარგლებში, პრაქტიკული სწავლება ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყეებში - ბაკურიანსა და მცხეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდა. მონაწილეები ადგილზე გაეცნენ საველე სამუშაოების უსაფრთხოებისა  და ხე-ტყის საზომი ინვენტარის გამოყენების წესებს, სანიმუშო ფართობების აღებას, ტყის ინვენტარიზაციას/ხე-ტყის გაზომვას და სიმაღლის დადგენას, ტყის ტაქსაციას,  სატაქსაციო ბარათის შევსებას, საშუალო სატაქსაციო მაჩვენებლების განსაზღვრას ტყეთმოწყობის მასალების გამოყენებით, მართვის დონის ინვენტარიზაციის და ეროვნული ტყის ინვენტარიზაციის  განხორციელების წესებს.
პროგრამა ,,ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია" განხორციელდა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით და პროფესიული უნარების სააგენტოს, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

საჯარო განხილვები