ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ესეების კონკურსი "ნიადაგი - სიცოცხლის საწყისი"

ესეების კონკურსი "ნიადაგი - სიცოცხლის საწყისი"

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ნიადაგის საერთაშორისო დღის ფარგლებში  აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე: „ნიადაგი - სიცოცხლის საწყისი“ 

ნიადაგის დღე ყოველწლიურად 5 დეკემბერს  აღინიშნება.  2024 წელს ნიადაგის დღის გზავნილია: ,,ნიადაგზე  ზრუნვა: ღონისძიებები, მართვა, მონიტორინგი“. ამ დღის აღნიშვნა ძირითადად ხაზს უსვამს ნიადაგის ზუსტი მონაცემების მნიშვნელობას მისი მთავარი მახასიათებლების გასაგებად, ნიადაგთან დაკავშირებულ საქმიანობებსა და ქმედებებზე ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად, რაც  ხელს უწყობს ნიადაგის დაცვასა და მდგრადი მომავლის შექმნას. 

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ VII -X კლასის მოსწავლეებს მთელი საქართველოდან.

შეფასების კრიტერიუმები:• თემასთან შესაბამისობა;  

 აგრარული და გარემოსდაცვითი საკითხების ცოდნა;
 საკუთარი/ორიგინალური მოსაზრებების ჩამოყალიბება;
 თხრობის, აზრის ორიგინალურად და ლაკონურად გადმოცემის უნარები;  
 ტექსტის გრამატიკული და შინაარსობრივი გამართულობა;
 ესე არ უნდა იყოს მხოლოდ აღწერითი ხასიათის და მასში აუცილებლად უნდა სჩანდეს ავტორის ინდივიდუალური ხედვა და მოსაზრება;

კონკურსთან დაკავშირებული სხვა დეტალები:

 ნაშრომი უნდა წარმოადგინოთ Word-ის ფაილის სახით (შრიფტი - Sylfaen; შრიფტის ზომა - 11; ინტერვალი - 1.15);
 ესეს მოცულობა - 300-800 სიტყვამდე (1-3 გვერდი)
 ესეში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, ასაკი, კლასი, სკოლის დასახელება, ქალაქი/სოფელი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტა.


ნამუშევრების წარდგენის წესი:

ესეს ელექტრონული ვერსია უნდა გამოაგზავნოთ Word-ის დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - info@eiec.gov.ge, სათაურის ველში მიუთითოთ „ესეების კონკურსი“. ნამუშევრების წარდგენის საბოლოო თარიღია 30 ოქტომბერი.

ესეები შეფასდება სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე და დასაჩუქრდებიან პრიზებით.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მხრიდან საკონტაქტო პირია ნინო მაჭარაშვილი (ელ-ფოსტა: nino.macharashvili1@eiec.gov.ge; ტელ: 598691060).

საჯარო განხილვები