კონკურსის „მწვანე ჯილდოს” შესახებ ინფორმაციის გავრცელების და დეტალების გაცნობის მიზნით, ბაღის პრაქტიკოსებისა და დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის ღია კარის დღე zoom-ის პლატფორმის საშუალებით გაიმართება.
საბავშვო ბაღების პრაქტიკოსებთან შეხვედრა 2025 წლის 4 თებერვალს, 16:00 სთ-ზე ჩატადება. შეხვედრის ბმული: https://us06web.zoom.us/j/8118410626?omn=82743542658 Meeting ID: 811 841 0626
დაწყებითი კლასის მასწავლებლებთან შეხვედრა 2025 წლის 5 თებერვალს, 16:00 სთ-ზე ჩატარდება. შეხვედრის ბმული: https://us06web.zoom.us/j/8118410626?omn=85398647115 Meeting ID: 811 841 0626
კონკურსი „მწვანე ჯილდო” 2024-2025 სასწავლო წლის საუკეთესო აღმზრდელ-პედაგოგისა და მასწავლებლის გამოსავლენად ტარდება.
კონკურსის მიზანი გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით მიღწეული შედეგების გაზიარება, აღმზრდელთა და მეთოდისტთა მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა.
დეტალური ინფორმაცია და საკონკურსო განაცხადის ფორმა განთავსებულია ცენტრის ვებგვერდზე: https://eiec.gov.ge/Ge/News/details/6285
საკონკურსო მასალების გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონულად, შემდეგ ელ.ფოსტაზე: education@eiec.gov.ge.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 20 მარტი. გამარჯვებული გამოვლინდება გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, 5 ივნისს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკონტაქტო პირია ნინო ტაბატაძე - განათლების პროექტების სამსახურის უფროსი (ტელ.: +995 577 610 972; ელ.ფოსტა: nino.tabatadze@eiec.gov.ge).