ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

განცხადებების მიღება ახალგაზრდა მოხალისეების პროგრამაზე დაიწყო

განცხადებების მიღება ახალგაზრდა მოხალისეების პროგრამაზე დაიწყო

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროექტების ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ და „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ ფარგლებში, აცხადებს მოხალისეთა მიღებას შემდეგ რეგიონებში:

  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - აბაშა, სენაკი,  ხობი, მარტვილი,  ჩხოროწყუ, მესტია 
  • რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი 
  • იმერეთი - ვანი, ხარაგაული, საჩხერე, ჭიათურა, სამტრედია, ბაღდათი, ზესტაფონი, ხონი 
  • გურია - ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური 
  • კახეთი - ლაგოდეხი, ახმეტა, თელავი, ყვარელი, სიღნაღი, გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო
  • შიდა ქართლი - გორი, ქარელი, კასპი,  ხაშური 
  • მცხეთა-მთიანეთი - დუშეთი, მცხეთა, თიანეთი 
  • ქვემო ქართლი - მარნეული,  თეთრიწყარო,  წალკა, ბოლნისი, დმანისი, გარდაბანი
  • აჭარა - ქობულეთი, ხულო,  შუახევი, ხელვაჩაური 
  • სამცხე-ჯავახეთი - ახალქალაქი, ახალციხე 

მოხალისეთა ქსელი გააერთიანებს 15-17 წლის ახალგაზრდებს და ხელს შეუწყობს მათ აქტიურ ჩართულობას ადგილობრივ დონეზე საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობის გზით. რეგისტრაცია შესაძლებელია 27 მარტის ჩათვლით შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1elk3Pf_Rj4Z9EB0XqYwfMLOGhaDIY62DFybXg4INAJo/viewform?ts=67ce90cc&fbclid=IwY2xjawI82e9leHRuA2FlbQIxMAABHS6JH4R5d364Gtk3nnbEd_0hxpKV1JOiNu5I7xakRLcMA8X1jrubpV5VMQ_aem_X-HgliWmb3geoCQdXMZU_w&edit_requested=true 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მხრიდან საკონტაქტო პირია პროექტის ადმინისტრაციული ასისტენტი მარიამ სესიტაშვილი (ელ.ფოსტა: Mariami.Sesitashvili@eiec.gov.ge, მობ: 598620024).

პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

პროექტი „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის(GCF), გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (GIZ) და შვეიცარიის მთავრობის მიერ.

საჯარო განხილვები