ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ეროვნული აგრარული ოლიმპიადის დასკვნითი ეტაპი გაიმართა

ეროვნული აგრარული ოლიმპიადის დასკვნითი ეტაპი გაიმართა

ტესტირება სამ ეტაპს მოიცავდა და მასში მონაწილეობას აგრარული მიმართულების 1000-მდე  სპეციალისტი, სტუდენტი, ფერმერი და სკოლის მოსწავლე იღებდა.

გამარჯვებულები უახლოეს მომავალში გამოვლინდებიან! ეროვნული აგრარული ოლიმპიადა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით, 2021 წლიდან იმართება.

ოლიმპიადის პარტნიორია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, რომელიც საქართველოში გარემოსდაცვითი მიმართულებით ცნობიერების ამაღლებასა და აგრარული განათლების განვითარებას აქტიურად უწყობს ხელს.

ოლიმპიადის კონცეფციის ავტორი და ტექნიკური კომპონენტის განმახორციელებელია სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია (ADA).

ეროვნული აგრარული ოლიმპიადის მთავარი მიზანია აგრარული პროფესიების პოპულარიზაცია.

საჯარო განხილვების არქივი