გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებული ესსეების კონკურსი თემაზე: „ჩემი წილი სუფთა ჰაერი“ დასრულდა. კონკურსში ხუთი გამარჯვებული გამოვლინდა:
● I ადგილი – ანდრია ქრისტესიაშვილი
● II ადგილი – ლიზი ლურსმანაშვილი
● III ადგილი – ანიტა გოგოლაძე
● IV ადგილი – აზა კახნიაშვილი
● V ადგილი – მათვეი პალოსიან
გამარჯვებულები პროფესიონალმა ჟიურიმ შეარჩია. ხუთეულს პრიზის სახით ვაუჩერები და სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.
კონკურსი ჩატარდა საქართველოს მთავრობის 2023 წლის 7 აგვისტოს №1431 განკარგულებით დამტკიცებული ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023–2025 წლების გეგმის ფარგლებში, რომელიც განკუთვნილია საქართველოს ცენტრალური ზონისათვის – ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის.
კონკურსში მონაწილეობდა თორმეტი მუნიციპალიტეტის ორასზე მეტი VII-XII კლასის მოსწავლე, მათ შორის – ხაშურიდან, ქარელიდან, გორიდან, კასპიდან, მცხეთიდან, წალკიდან, თეთრიწყაროდან, დმანისიდან, ბოლნისიდან, მარნეულიდან, გარდაბნიდან და რუსთავიდან.
ესსეების კონკურსი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდის მიმართულებით.
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ტიპის აქტივობებს, სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრების გამართვას და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობას.