ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ფოტოკონკურსი - „საქართველოს ბიომრავალფეროვნება ჩემს ობიექტივში”

ფოტოკონკურსი - „საქართველოს ბიომრავალფეროვნება ჩემს ობიექტივში”

ფოტოკონკურსი - ”საქართველოს ბიომრავალფეროვნება ჩემს ობიექტივში” ეძღვნება ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს (22 მაისი), კონკურსი ტარდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და NBSAP აქსელერატორის მხარდაჭერით. კონკურსის მიზანია საქართველოს ბიომრავალფეროვნების პოპულარიზაცია და საზოგადოების ჩართულობის გაზრდა გარემოს დაცვის საკითხებში. 

ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება 22 მაისს და მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. 22 მაისი უკავშირდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის (Convention on Biological Diversity) ტექსტის მიღებას.

ბიომრავალფეროვნება გულისხმობს სიცოცხლის მრავალფეროვნებას დედამიწაზე - ეს მოიცავს ყველა ცოცხალ ორგანიზმს, მათ შორის მცენარეებს, ცხოველებს, მიკროორგანიზმებსა და ეკოსისტემებს, რომლებშიც ისინი არსებობენ.

ამ დღის აღნიშვნა მნიშვნელოვანია, რადგან ბიომრავალფეროვნება წარმოადგენს ადამიანის კეთილდღეობის საფუძველს - ის უზრუნველყოფს საკვებს, სუფთა წყალს, ჰაერს, ბუნებრივ რესურსებსა და ეკოსისტემურ მომსახურებებს. მისი დაცვა კი აუცილებელია როგორც გარემოსთვის, ისე ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის. 

ფოტოკონკურსში წარდგენილი ფოტო უნდა ასახავდეს საქართველოს ბიომრავალფეროვნებას, მათ შორის, ველურ ფლორასა და ფაუნას. 
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს. მონაწილეს შეუძლია წარადგინოს მაქსიმუმ 1 ფოტო.

ფოტო უნდა იყოს ავტორის მიერ გადაღებული და არ არღვევდეს მესამე პირის საავტორო უფლებებს. არ დაიშვება ინტენსიურად დამუშავებული ფოტოები ან სხვისი ნამუშევრის გამოყენება.

მონაწილეებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა:
https://forms.gle/BPdTKiCkFqgXMUKk6 
ფოტო (მაქსიმუმ 10 MB)
ფოტოს მოკლე აღწერა

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებიც სიმბოლური პრიზით დაჯილდოვდებიან. 
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 7 მაისი.



 

საჯარო განხილვების არქივი